1. ანგარიშგების ფორმა №6-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. სვეტში „სხვა“ აისახება ინფორმაცია კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით განხორციელებული იმ გარიგებების (პროდუქტის/მომსახურების ტიპის) შესახებ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ფორმის სხვა სვეტებით.

4. ანგარიშგების ფორმა №6-ში ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №6-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

5. ანგარიშგების ფორმა №6-ში, ველში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან მისოსთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობ