1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით მისომ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ანგარიშგების ფორმა №2-ის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საანგარიშო პერიოდისთვის მისოსთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს იმ პირების შესახებ მონაცემებს, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.
4. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მისომ განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.
5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
6. ანგარიშგების ფორმა №2-ში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად, შესაბამის ფაქტორში აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახე