1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

4. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ბანკმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

6. ანგარიშის არმქონე კლიენტების შესახებ ინფორმაციაში აისახება იმ პირების შესახებ მონაცემები, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ვალუტის კონვერტაცია ნაღდი ფორმით, თანხის გადარიცხვა, ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის განთავსება და ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით თანხის გაგზავნა/მიღება.

7. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა შესატყვისი ქვეფაქტორები არ არის გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმა №2-ით, აისახება სხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული/ფიზიკური პირების შესაბამის ქვეფაქტორებში.

8. ანგარიშგების ფორმა №2-ში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად, შესაბამის ფაქტორში აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახე