1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ქვეყნების მიხედვით ნებისმიერი სისტემით (მათ შორის, SWIFT) და სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემებით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №5-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
4. ანგარიშგების ფორმა №5-ში არ აისახება ინფორმაცია ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე სესხის დასმის, ასევე, მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვის ოპერაციების შესახე