1. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, 1 500 ლარამდე ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის კონვერტაციები (არავერიფიცირებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციები) და ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების და საყოფაცხოვრებო გადახდების) შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ანგარიშის არმქონე პირების მიერ განხორციელებული ვალუტის ნაღდი ფორმით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
4. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ნაღდი ფორმით (მათ შორის, ბანკისავე ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხის განთავსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანა ხდება მიმდინარე ანგარიშის გამოყენებით, აღირიცხება მხოლოდ ერთ-ერთ ანგარიშზე განხორციელებული შენატანის შესახებ ინფორმაცია.
5. ანგარიშგების ფორმა №4-ში უნდა აისახოს იმ საბანკო ჩეკის განაღდების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ემიტირებულია სხვა ბანკის მიერ.
6. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და ბანკომატით საზღვარგარეთ თანხის განაღდების ოპერაციებისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
7. ბანკომატით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით (თვითმომსახურების კიოსკები და სხვა) ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების შესახებ ინფორმაციაში არ აისახება საზღვარგარეთ არსებული ამ პუნქტში მითითებული, ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის ოპერაციები.
8. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია საქართველოს მთავრობაზე გაცემული სესხების შესახებ.
9. საბლანკო სესხის (მათ შორის, ოვერდრაფტი) შესახებ ინფორმაციის ასახვისას, არ აღირიცხება მონაცემები ხელფასით უზრუნველყოფილი სესხების, განვადებისა და საკრედიტო ბარათების შესახებ. ასევე, არ აისახება ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფორმით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ.
10. თუ სესხის უზრუნველყოფა არის შერეული (მოიცავს, მაგალითად, ფასიან ქაღალდსა და ძვირფას ლითონებს), ინფორმაცია აისახება ფორმით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ-ერთ ქვეფაქტორში, რომელიც ბანკის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
11. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებითა და ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ, თუ სესხი ამავდროულად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით.
12. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია სესხების შესახებ, რომელთა თანხის ოდენობა ერთჯერადი ოპერაციის ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებული ოპერაციების ერთობლიობის შემთხვევაში, საბლანკო და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში აღემატება 50 000 ლარს, ხოლო ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით, ასევე, ანტიკვარიატით ან/და ხელოვნების ნიმუშებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში − 30 000 ლარს ან მათ ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
13. ანგარიშგების ფორმა №4-ში არ აისახება ინფორმაცია ძვირფასი ლითონებით ან/და ქვებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ, თუ მსესხებელი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტი.
14. მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები მოიცავს ინფორმაციას სესხების შესახებ, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს მესამე პირთა უძრავი ქონება (მათ შორის, როდესაც მესამე პირი არის იურიდიული პირის ჯგუფში შემავალი კომპანია/იურიდიული პირის დამფუძნებლის ან მისი ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული კომპანია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირი არის კლიენტის ოჯახის წევრი, ან იურიდიული პირის დამფუძნებელი/დამფუძნებლის ოჯახის წევრი. გრაფაში „მესამე პირის ქონებით უზრუნველყოფილი სესხები“ არ აისახება სამშენებლო/დეველოპერული კომპანიის სახელზე არსებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.
15. იმ შემთხვევაში, თუ სესხი ერთდროულად უზრუნველყოფილია ძვირფასი ლითონებით, ქვებით, ანტიკვარიატით, ხელოვნების ნიმუშებით ან/და ფასიანი ქაღალდებით და ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებით, მონაცემები აისახება მესამე პირის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების შესახებ ინფორმაციაში.
16. საერთაშორისო ექვაირინგის/სუბ-ექვაირინგის შემთხვევაში ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ წესის მე-14 მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
17. დაგროვილი ქონების მართვა (Wealth Management) მოიცავს ინფორმაციას იმ აქტივების შესახებ, რომლებიც სამართავად გადასცა კლიენტმა ბანკს. ოპერაციების რაოდენობაში აისახება ხელშეკრულებების რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც ბანკს გადაეცა აქტივები, ხოლო მოცულობაში – სამართავად გადაცემული აქტივების ოდენობა (თანხობრივ გამოხატულებაში გარიგებით დაფიქსირებული ფასი, რომელიც დასტურდება გარიგების დოკუმენტებით ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საბაზრო ღირებულებით, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით).
18. ესქრო მომსახურების შემთხვევაში აისახება ინფორმაცია ესქრო მომსახურების ფარგლებში შიდა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახე