1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ბანკის მიერ განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადდნენ ბანკის თანამშრომელთან.
2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების ფორმა №3-ის შევსების მიზნით ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
4. ანგარიშგების ფორმა მოიცავს ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციებ