1. ანგარიშგების №3 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პროვაიდერმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების №3 ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადნენ პროვაიდერის თანამშრომელთან.
2. ანგარიშგების №3 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით №3 ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების №3 ფორმის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. სვეტი ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
4. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
5. ანგარიშგების №3 ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც არ აქვთ მინიჭებული რისკის დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები).
6. ანგარიშგების №3 ფორმის შევსების მიზნით პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის