1. ანგარიშების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო პროვაიდერი პირის იდენტიფიკაციისას/ვერიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშების №8 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყდა საქმიანი ურთიერთობ