1. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული, ამ ფორმის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ინფორმაცია კლიენტების მიერ და კლიენტების სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, კომუნალური მომსახურებისა და საბიუჯეტო გადასახადების/მოსაკრებლების გადახდების ტექნიკური საშუალებით საბანკო ანგარიშების შევსების, ასევე, ანგარიშგების №4 ფორმით გათვალისწინებულ ქვეფაქტორებში მითითებული პროდუქტების/ოპერაციების) შესახებ.

3. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია ნაღდი ფორმით (მათ შორის, ამავე პროვაიდერის კიოსკის ან პროვაიდერის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) ელექტრონულ საფულეზე თანხის განთავსების ოპერაციების შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

4. ნაღდი ფორმით ინიციირებული არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულის შევსების ოპერაციები მოიცავს ნაღდი ფორმით (მათ შორის, ამავე პროვაიდერის კიოსკის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) თანხის განთავსების ოპერაციებს.

5. ელექტრონული ფულის განაღდების ოპერაციები მოიცავს როგორც უშუალოდ პროვაიდერის, ასევე სხვა პროვაიდერის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის ნაღდი ფორმით გატანის ოპერაციებს (გარდა ბანკომატით საზღვარგარეთ თანხის განაღდების ოპერაციებისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის  თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

6. ტექნიკური საშუალებებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების ველი ივსება იმ პროვაიდერის მიერ, რომლის ტექნიკურ საშუალებასაც იყენებს კლიენტი, ტექნიკური საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით.

7. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია პროვაიდერის საფულის მფლობელის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საფულის შევსებისა და პირიქით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საფულის მფლობელის საფულიდან პროვაიდერის საფულის შევსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს  ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

8. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია აზარტული/მომგებიანი თამაშობების მონაწილის ელექტრონული ანგარიშიდან პროვაიდერის საფულის შევსების და პირიქით, პროვაიდერის საფულიდან აზარტული/მომგებიანი თამაშობების მონაწილის ელექტრონული ანგარიშის შევსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

9. საერთაშორისო ექვაირინგის/სუბექვაირინგის შემთხვევაში, ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიეთითება ამ წესის მე-13 მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული წესი