1. ანგარიშგების №5 ფორმაში ქვეყნების მიხედვით აისახება სწრაფი ფულადი გზავნილისა და ნებისმიერი სხვა სისტემით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება გადამხდელის/მიმღების მომსახურე პროვაიდერის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება არარეზიდენტი პროვაიდერის რეგისტრაციის/ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულიდან თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.
4. ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით