1. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება ინფორმაცია პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი გადახდების მიმღები პირების შესახებ, რომელთა მრავალჯერადი გადახდების მიღებისა და შესრულების მიზნით, პროვაიდერი უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის მორგებას (მათ შორის, მერჩანტი). კონტრაქტორის დეფინიცია არ მოიცავს იმ პირებს, რომელთანაც პროვაიდერს აქვს საკორესპონდენტო/საშუამავლო ურთიერთობა.
2. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება იმ კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან პროვაიდერთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ოპერაციები მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების №10 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კონტრაქტორების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა პროვაიდერთან.
3. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება კონტრაქტორის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
4. ელექტრონული კომერციის ობიექტების (მერჩანტის) შემთხვევაში, ანგარიშგების №10 ფორმაში ასევე აისახება ვებგვერდების მისამართები (URL