1. ანგარიშგების №14 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრული, მონიტორინგს დაქვემდებარებული „ზღვარს ზევით“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ანგარიშგების №14 ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვი