1. ანგარიშგების №18 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც პროვაიდერის მიერ მიჩნეულ იქნა მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწყისი რისკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დაინერგა თუ არა.
2. ანგარიშგების №18 ფორმაში მითითებული ინფორმაცია დეტალურად უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და პროვაიდერის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
3. ანგარიშგების №18 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახე