1. ანგარიშგების ფორმა №16-ში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საბროკერო კომპანიამ.

2. ანგარიშგების ფორმა №16-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და საბროკერო კომპანიის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.

3. ანგარიშგების №16 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახე