1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საბროკერო კომპანია ანგარიშგებას, ამ წესის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საბროკერო კომპანია ამ წესის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საბროკერო კომპანიაში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საბროკერო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g