1. საბროკერო კომპანია ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისთვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას საბროკერო კომპანია წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული საბროკერო კომპანიის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საბროკერო კომპანიის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საბროკერო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საბროკერო კომპანია ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირება