1. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საბროკერო კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია მათი მეშვეობით ან/და მათი დავალებით. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია სავაჭრო პლატფორმების მიმწოდებლების შესახებ.
2. ანგარიშგების ფორმა №11-ში მიეთითება შუამავლის (მათ შორის, სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებლის) დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და შუამავალთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობ