1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საბროკერო კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი იმ სავაჭრო პლატფორმების შესახებ, რომლებზეც კლიენტების ან კლიენტის დავალებით/სახელით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ოპერაცია.
2. ანგარიშგების ფორმა №5-ში მიეთითება სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებლის რეგისტრაციის ქვეყანა, სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებელთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა დიფერენცირებულად, ფინანსური ინსტრუმენტების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა №5-ში დიფერენცირებულად მიეთითება ინფორმაცია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების, პირების რაოდენობის, მათ მიერ ფინანსური ინსტუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და ამ ოპერაციების რაოდენობის მიხედვით.
4. ანგარიშგების ფორმა №5-ში თითოეული ფინანსური ინსტრუმენტის ქვემოთ, ველში „პირების რაოდენობა“ მიეთითება ინფორმაცია იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ფინანსური ინსტუმენტით სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები.
5. ანგარიშგების ფორმა №5-ში სავაჭრო პლატფორმაზე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაში აისახება ინფორმაცია თითოეულ ინსტრუმენტთან მიმართებით, ოპერაციების ღირებულების მიხედვით, გარდა ისეთი პროდუქტებისა, რომლებიც ივაჭრება საკრედიტო მხარის მეშვეობით (ე.წ. „margin products“), რომელთა ოპერაციების მოცულობაში აისახება საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების ოდენობა. ანგარიშგების ფორმა №5-ში სავაჭრო პლატფორმაზე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაში აისახება ინფორმაცია საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების შესახებ.
6. FX გარიგებები (ე.წ „ფორექს ვაჭრობა“) გულისხმობს სავაჭრო პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს, რომელიც მოიცავს დერივატივებს (მათ შორის, ბინარული ოფციონები, კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე და სხვა), რომლის საბაზისო აქტივი არის ვალუტა.
7. ანგარიშგების ფორმა №5-ში ველში „სხვა სახის დერივატივები“ მიეთითება ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტუმენტების შესახებ, რომლებიც არ ხვდება ანგარიშგების №5 ფორმაში მითითებულ ჩამონათვალში. ხოლო პირთა რაოდენობაში მიეთითება რაოდენობა იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები სხვა სახის დერივატივებით.
8. ანგარიშგების ფორმა №5-ში ველში „სხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტები“ მიეთითება ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტუმენტების შესახებ, რომლებიც არ ხვდება ანგარიშგების №5 ფორმაში მითითებულ ჩამონათვალში. ხოლო პირთა რაოდენობაში მიეთითება რაოდენობა იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები სხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტებით.
9. სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ვალუტის კონვერტაციების შესახებ ინფორმაცია აისახება მხოლოდ FX გარიგებების ველში (მაგალითად, თუ კლიენტის მიერ განხორციელდა CFD-ით ვალუტის კონვერტაცია, აღნიშნული აისახება მხოლოდ FX გარიგებების ველში