1. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო საბროკერო კომპანია პირის იდენტიფიკაციისას, ასევე ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების №8 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთა