1. ანგარიშების ფორმა №6-ში, ქვეყნების მიხედვით, აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების აქტივების (როგორც ფულის, ასევე ფასიანი ქაღალდების) ჩარიცხვა-გადარიცხვის იმ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია აქტივების მესაკუთრის ცვლილებასთან.
2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება მიმღების/გამომგზავნის მომსახურე საბანკო ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით (თანხის შემთხვევაში), ხოლო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება სავაჭრო პლატფორმის რეგისტრაციის ქვეყნის მიხედვით.
4. ველში – „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშების №6 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
5. ანგარიშების ფორმა №6-ში არ აისახება ინფორმაცია ცენტრალურ დეპოზიტართან სავაჭროდ დეპონირებული თანხებისა და ფასიანი ქაღალდების მოძრაობის შესახე