1. ანგარიშგების №5 ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული აქტივების ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.
2. ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება შემდეგი წესით:
ა) ინფორმაცია არასაბირჟო გარიგებების შესახებ აისახება მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით;
ბ) რეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით საბირჟო გარიგების განხორციელებისას, ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება საფონდო ბირჟის ადგილმდებარეობის შესაბამისად;
გ) ანგარიშგების №5 ფორმაში არ აისახება რეზიდენტ საბროკერო კომპანიასთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის მიერ არარეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება საბროკერო კომპანიის ადგილმდებარეობის შესაბამისად.
3. ველში – ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით