1. ანგარიშგების №1 ფორმა მოიცავს აქტივების მმართველი კომპანიის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების რაოდენობისა და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში, მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

4. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

5. ანგარიშგების №1 ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვი