1. „აქტივების მმართველი კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების  რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „აქტივების მმართველი კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომელიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) აქტივების მმართველი კომპანიების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ აქტივების მმართველ კომპანიაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებშ