1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება საანგარიშო პერიოდში, კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ, უნაღდო ფორმით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის (ფულადი გზავნილი) ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.
2. ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება კონტრაჰენტის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №5-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით