1. ანგარიშგების ფორმა №9-ში, რეზიდენტობის და ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქვთ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები და სადაც მისო მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი.

2. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მისოს მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულებით.

3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის შემთხვევაში, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) მისოს მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სხვა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში გადაცვლის შემთხვევაში, აისახება კლიენტის ვირტუალურ საფულეზე (wallet) არსებული იმ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება, რომლის გადაცვლაც ხორციელდება.

5. ანგარიშგების ფორმა №9-ში ასევე აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის კლიენტების ვირტუალურ საფულეებზე (wallet) კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში არსებული ნაშთების ღირებულების შესახებ.

6. ანგარიშგების ფორმა №9-ში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა მისოსთა