1. ანგარიშგების ფორმა №14 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. მისომ, ანგარიშგების ფორმა №14-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება სიაში მითითებული პროდუქტების/ოპერაციების ტიპების და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში/ოპერაციაში, გარიგების/ოპერაციის მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების ფორმა №14-ში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №14-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველ