1. ანგარიშგების ფორმა №17-ში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან, ასევე, სხვა მისოსთან ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №17-ში ასევე აისახება მისოს სალაროში ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და სხვა მისოს მიერ ნაღდი ფორმით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

3. ოპერაციების მოცულობაში აისახება მხოლოდ პირის მიერ შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობ