1. ანგარიშგების ფორმა №16-ში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხების) შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) მისომ.
2. ანგარიშგების ფორმა №16-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და მისოს მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
3. ანგარიშგების ფორმა №16-ში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახე