1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, მისო ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. მისო ეროვნულ ბანკს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში.
5. ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მისოში არსებული პოლიტიკა-პროცედურები, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებები ეროვნულ ბანკს წარედგინება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.
6. მისოსგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g