1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საანგარიშგებო პერიოდში ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

3. გასართობი კლუბები არ მოიცავს საბავშვო გასართობი ღონისძიებების მომწყობ ორგანიზაციებს.

4. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან ან/და მათ ნაწარმთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია ასევე მოიცავს საიუველირო სახლებსაც (მათ შორის, ე.წ. „ოქროს ბირჟებს“).

6. ანტიკვარულ ნივთებთან ან/და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირები მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირებისა.

7. სხვა ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის პირებში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალი/გასავალი) ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, მიუხედავად მათი საქმიანობის