1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშების ფორმა №12-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალ/გასავალი) ჯამური მოცულობა აღემატება 1 000 000 ლარს.
3. გასართობი კლუბები არ მოიცავს საბავშვო გასართობი ღონისძიებების მომწყობ ორგანიზაციებს.
4. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან ან/და მათ ნაწარმთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია ასევე მოიცავს საიუველირო სახლებსაც (მათ შორის, ე.წ. „ოქროს ბირჟებს“).
6. ანტიკვარულ ნივთებთან ან/და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული ვაჭრობის განმახორციელებელი პირები მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირებისა.
7. სხვა ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის პირებში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების (შემოსავალი/გასავალი) ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 1 000 000 ლარს, მიუხედავად მათი საქმიანობის