1. ანგარიშგების ფორმა №14-ში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი, კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მათ შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

2. ანგარიშგების ფორმა №14-ში მიეთითება კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების ჩამონათვალი.

3. ანგარიშგების ფორმა №14-ში ასევე უნდა აისახოს კორესპონდენტი ბანკების/მიკრობანკების SWIFT კოდი, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საკორესპონდენტო ანგარიშზე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

4. ანგარიშგების ფორმა №14-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ოპერაციების შესახებ, რომლის დროსაც ბანკი ასრულებს გადამხდელის პროვაიდერის ფუნქციას.

5. ანგარიშგების ფორმა №14-ში არ აისახება ბანკთაშორისი ანგარიშსწორების ოპერაციებ