1. ანგარიშების ფორმა №6-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია ანგარიშის მქონე მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის მქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვ.) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოპერაციებს.

4. ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს როგორც ანგარიშის მქონე პირის მიერ საკუთარ ანგარიშზე, ისე მესამე პირის მიერ მის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციებს, ასევე, პირადი ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებულ ოპერაციებს. ანგარიშის მქონე პირის მიერ სხვა პირის ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შემოსავალში, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

6. ანგარიშგების ფორმა №6-ში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა ბანკთა