1. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება რეზიდენტობის მიხედვით ანგარიშის არმქონე პირების მიერ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ანგარიშის არმქონე პირის მიერ და მის სასარგებლოდ ნებისმიერი სისტემით (SWIFT, სწრაფი ფულადი გზავნილი და სხვა) განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ოპერაციებს.

3. შემოსავლის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და ანგარიშის მქონე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციების შესახებ მონაცემებს.

4. ანგარიშგების ფორმა №8 ასევე მოიცავს ანგარიშის არმქონე პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

6. ანგარიშგების ფორმა №8-ში არ აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახე