1. ანგარიშების №6 ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც ოპერაციები საანგარიშო პერიოდში განახორციელეს.

2. ანგარიშგების №6 ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშების №6 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ანგარიშგების №6 ფორმაში, შესაბამის სვეტში, ცალკე აისახება კლიენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშების №6 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით