1. ანგარიშგების №11 ფორმაში აისახება იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შუამავალი პროვაიდერის მეშვეობით, განთავსებულია პროვაიდერის სისტემაში, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ოპერაციები მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ სუბიექტების შესახებ, რომელთა ამოღებაც პროვაიდერის სისტემიდან განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.
2. ანგარიშგების №11 ფორმაში აისახება სუბიექტის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, პროვაიდერის სისტემაში განთავსების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და იმ შუამავალი პროვაიდერის დასახელება, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა სუბიექტის სისტემაში განთავსებ