1. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი რესპონდენტი პროვაიდერების (მათ შორის, იმ პროვაიდერების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში) შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია.

2. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერების დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობა და  პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონ