1. ანგარიშგების №17 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების  შესაბამისად დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების №17 ფორმის შესაბამის სვეტში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაედო ყადაღა სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. ანგარიშგების №17 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №17 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელებისა და კოდის მითითებით