1. ანგარიშგების ფორმა №13-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).
2. ანგარიშგების ფორმა №13-ში, ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
3. ანგარიშგების ფორმა №13-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.
4. ანგარიშგების ფორმა №13-ში, ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №13-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით