1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სგს, ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. სგს, მოთხოვნის შემთხვევაში, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით ეროვნულ ბანკს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. სგს-სგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g