1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, სგს ეროვნულ ბანკს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სგს-ში არსებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას, ასევე, სხვა დამატებით ინფორმაციას, რომლის წარდგენასაც ეროვნული ბანკი, ზედამხედველობის პროცესში, მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია კითხვარის სახით, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს ეროვნული ბანკ