1. სგს ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) − არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) − არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
3. კონკრეტული სგს-ს ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, სგს-ს მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს სგს-თან ასოცირებულმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, სგს ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირება