1. ანგარიშგების ფორმა №8 მოიცავს ინფორმაციას სგს-ს დამფუძნებლებისა და არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდული სახსრების (მხოლოდ ათვისებული თანხების) შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №8-ში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იმ პირთა შესახებ (დამფუძნებელი/არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტი), ვისგანაც მოხდა სახსრების მოზიდვა.

3. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია სგს-ს მიერ მხოლოდ საანგარიშო პერიოდში მოზიდული სახსრების შესახებ, თუ პირისგან მოზიდულ იქნა 50 000 (ასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის ფულადი სახსრები.

4. რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტურ