1. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია მისოს მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არსებული ნასესხები სახსრებისა და მისოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.
2. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში მოზიდულ იქნა 100 000 (ასი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის ფულადი სახსრები.
3. ანგარიშგების ფორმა №11-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ საწარმოთა შესახებ, რომელთა კაპიტალშიც მისო საანგარიშო პერიოდში ფლობს ან ფლობდა წილს (კაპიტალში ინვესტიციის თანხის ოდენობის მითითებით).
4. ანგარიშგების ფორმა №11-ში რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტურ