1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ანგარიშგების ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით, სგს-მა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია სგს-მა განახორციელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.
4. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს სგს-თან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
6. ანგარიშგების ფორმა №2 ასევე მოიცავს ინფორმაციას, საანგარიშო პერიოდში, პორტფელის შეძენის შედეგად პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, განახორციელეს თუ არა პორტირებულმა კლიენტებმა ოპერაციები. პორტირებული კლიენტების სასესხო ვალდებულების მოცულობის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში პორტირებულმა კლიენტმა უშუალოდ სგს-სგან აიღო სესხ