1. „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს სესხის გამცემ სუბიექტში (შემდგომში − სგს) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი სგს-ები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებშ