1. ანგარიშგების №2 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. აღნიშნულ ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია, რისკის დონეებისა და ამ ფორმით განსაზღვრული სხვა მახასიათებლების მიხედვით.

2. ანგარიშგების №2 ფორმის შევსების მიზნით, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. ანგარიშგების №2 ფორმის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. სვეტი ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

4. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც ოპერაციები საანგარიშო პერიოდში განახორციელეს.

5. ანგარიშგების №2 ფორმაში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების  შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახებ.

6. ანგარიშგების №2 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისა