1. „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერებზე (შემდგომში – პროვაიდერი).

2. წესი განსაზღვრავს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) პროვაიდერის მიერ დამატებითი ინფორმაციის  წარდგენის წესს.

3. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ პროვაიდერში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, პროვაიდერების შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობა.

4. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი პროვაიდერები ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამავე წესით დადგენილი ფორმითა და ვადებშ