ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ  (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია ელექტრონულ საფულეზე (ელექტრონული ფულის ანგარიშებზე) არსებული ნაშთების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9);

კ) ინფორმაცია კონტრაქტორების შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია პროვაიდერის სისტემაში განთავსებული სუბიექტების შესახებ (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი რესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი კორესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №13);

ო) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №15);

ჟ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №16);

რ)  ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების  შესახებ (ფორმა №17);

ს) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №18