1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მისოს მიერ განხორციელდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადდნენ მისოს თანამშრომელთან.
2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების ფორმა №3-ის შევსების მიზნით მისომ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
4. ანგარიშგების ფორმა №3-ში სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს მისოსთან საქმიანი ურთიერთობის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №3 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციებ